Wednesday, June 29, 2016
მეოთხე დღის რეფლექსია
განვიხილეთ 5ეფასების სტრატეგია .მიმოვიხილეთ განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება,ვიხილეთ ინტელის საგანმანათლებლო რესურსი პროექტის შეფასება.შევქმენით დროში გაწერილი შეფასების გეგმა.დავადგინეთ მოსწავლეთა საჭიროებები.დავათვალიერეთ პრეზენტაციების შაბლონები.ბოლოს საშინაო დავალება და სათანადო ინსტრუქცია მივიღეთ შესაბამისი შაბლონით.
Sunday, June 26, 2016
მესამე დღის რეფლექსია
დღს ჩვენს პროექტს მოვარგეთ სტანდარტები,21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.ჩამოვაყალიბეთ მიზნები, ამასთანავე გავეცანით სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკას.ჩვენი მიზნების ჩამოყალიბებაში დაგვეხმარა განახლებული ბლუმის ტაქსონომიისა და 21-ე საუკუნის უნარ- ჩვევების სიტყვები.მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების სწორად ჩამოყალიბებაში კი დაგვეხმარა მიმართულების მიმცემი კითხვების რუბრიკა და მიმართულების მიმცემი კითხვები-პრეზენტაცია1.
Saturday, June 25, 2016
მეორე დღის რეფლექსია
ერთმანეთის გაცნობის შემდეგ ზოგადად მიმოვიხილეთ ინტელის ძირითადი კურსი.შევქმენით ელექტრონული პორტპოლიო.გავეცანით 21-ე საუკუნის უნარებს, პორტფოლიოს ჩეკილისტს.ვისწავლეთ ფაილების გაგზავნა და შენახვა ინტერნეტით.შემდეგ განვიხილეთ პროექტის გეგმის შაბლონი.ვისაუბრეთ სასწავლო ღონისძიებების ეფექტურ დაგეგმაზე.გავეცანით პორტფოლიოს შეფასების რუბრიკას და პროექტის მახასიათებლების ჩეკილისტს.მოვიფიქრეთ პოექტის თემა.გავეცანით პუბლიკაციის მომზადებას პროექტებით სწავლების თემაზე, გამოცემის მომზადების ჩეკილისტს და დავიწყეთ მუშაობა ჩვენი საკუთარი ბროშურის შექმნაზე.გამოვაქვეყნეთ რეფლექსიები ბლოგზე.
Subscribe to:
Posts (Atom)