Monday, July 11, 2016

კურსის რეფლექსია

ინტელის ტრენინგი ჩემთვის ძალიან ნაყოფიერი იყო.ვისწავლეთ პროექტების კეთება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.ძალიან საინტერესო იყო ბუკლეტზე,პრეზენტაციებზე მუშაობა პოვერ პოინტით.აგრეთვე ვისწავლეთ ტექნოლოგიების ეფექტურად და ადეკვატურად გამოყენება.ეს ტრენინგი დამეხმარება მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანო სწავლა სწავლების საქმეში.მადლობა ტრენენს ავთო ცნობილაძეს საინტერესო ტრენინგებისათვის.

ინტელის პროექტი

ო,ენავ ჩემო...

Wednesday, July 6, 2016

მეშვიდე დღის რეფლექსია

გავეცანით მოსწავლეთა ჩართვას შეფასების პროცესში.განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები.გავაკეთეთ მიზნის შეფასების რუბრიკა.ვისაუბრეთ მოსწავლეთა თვითშეფასებაზე,ერთმანეთის შეფასებასა და მასწავლებლის შწფასებაზე.გავეცანით რესურსებში რამოდენიმე რუბრიკას.

Monday, July 4, 2016

მეექვსე დღის რეფლექსია

ვისწავლეთ ტეექნოლოგიების ეფექტურად  და ადეკვატურად გამოყენება.პრეზენტაციების შექმნა და ბლოგზე განთავსება (მიბმა და ჩაშენება).ბლოგისთვის გვერდების დაქმატება. ბლოგის დიზაინის შეცვლა.შვიტანეთ პროექტის გეგმებში გარკვეული ცვლილებები.

Friday, July 1, 2016

რომანტიზმი საქართველოში

http://LearningApps.org/watch?v=pxhi04j7n16

მეხუთე დღის რეფლექსია

 გავეცანით ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ფორმებს.ვისუბრეთ სავტორო უფლებებზე.მიმოვიხილეთ საავტორო უფლებების ქაოსი.ვისწავლეთროგორ გამოვიტანოთ გუგლის გვერდზე ომელიმე საიტი.ვისწავლეთ დააქივება და მისი გადაგზავნა გმაილით რამოდენიმე ადამიანისათვის.გავეცანით და პრაკტიკულად ვიმუშავეთ დრაივში ერთდროულად (კოლაბორაცია).შევქმენით სარეგისტრაციო ფორმა ონლაინში.გავაკეთეთ კვლევითი ფორმები.ვიმუშავეთ ელფოსტაში,ჩატში.გავეცანით ინტერნეტთანამშრომლობითი სასწავლო რესურსების გამოყენებას.

Wednesday, June 29, 2016

მეოთხე დღის რეფლექსია

განვიხილეთ 5ეფასების სტრატეგია .მიმოვიხილეთ განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება,ვიხილეთ ინტელის საგანმანათლებლო რესურსი პროექტის შეფასება.შევქმენით დროში გაწერილი შეფასების გეგმა.დავადგინეთ მოსწავლეთა საჭიროებები.დავათვალიერეთ პრეზენტაციების შაბლონები.ბოლოს საშინაო დავალება და სათანადო ინსტრუქცია მივიღეთ შესაბამისი შაბლონით.

Sunday, June 26, 2016

მესამე დღის რეფლექსია

    დღს ჩვენს პროექტს მოვარგეთ სტანდარტები,21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.ჩამოვაყალიბეთ მიზნები, ამასთანავე გავეცანით სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკას.ჩვენი მიზნების ჩამოყალიბებაში დაგვეხმარა განახლებული ბლუმის ტაქსონომიისა და 21-ე საუკუნის უნარ- ჩვევების სიტყვები.მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების სწორად ჩამოყალიბებაში კი დაგვეხმარა მიმართულების მიმცემი კითხვების რუბრიკა და მიმართულების მიმცემი კითხვები-პრეზენტაცია1.

Saturday, June 25, 2016

მეორე დღის რეფლექსია

 ერთმანეთის გაცნობის შემდეგ ზოგადად მიმოვიხილეთ ინტელის ძირითადი კურსი.შევქმენით ელექტრონული პორტპოლიო.გავეცანით 21-ე საუკუნის უნარებს, პორტფოლიოს ჩეკილისტს.ვისწავლეთ ფაილების გაგზავნა და  შენახვა ინტერნეტით.შემდეგ განვიხილეთ პროექტის გეგმის შაბლონი.ვისაუბრეთ სასწავლო ღონისძიებების ეფექტურ დაგეგმაზე.გავეცანით პორტფოლიოს შეფასების რუბრიკას და პროექტის მახასიათებლების ჩეკილისტს.მოვიფიქრეთ პოექტის თემა.გავეცანით პუბლიკაციის  მომზადებას პროექტებით სწავლების თემაზე, გამოცემის მომზადების ჩეკილისტს და დავიწყეთ მუშაობა ჩვენი საკუთარი ბროშურის შექმნაზე.გამოვაქვეყნეთ რეფლექსიები ბლოგზე.